top of page

თანამშრომლობა ფონდსა და ესტონეთoს აუდიტორთა ასოციაციას შორის E-dok პროგრამის დახვეწის, მათ შორის ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების უზრუნველყოფის მიმართულებით

ერთობლივი პროექტი ესტონეთის აუდიტორთა ასოციაციასთან (EAA) აუდიტის ხარისხის გაუმჯობესებისა და აუდიტორების პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიმართულებით, სპეციალური ფოკუსით EAA-ს აუდიტის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის E-dok-ის განახლებაზე. თანამშრომლობის ჩარჩო მოიცავს:

- საქართველოში მოქმედი და პოტენციური მომხმარებლების უკაკავშირის ანალიზი და E-dok-ის გაუმჯობესებისთვის გადაწყვეტების შეთავაზება ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით

- საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო აუდიტორული ფირმებიდან E-dok-ის არსებული ვერსიის პრაქტიკული გამოყენების, მეთოდოლოგიის (აუდიტის დოკუმენტაციის) განახლების საჭიროებებთან დაკავშირებით უკუკავშირის შეგროვება და ანალიზი

- სხვა სფეროებში თანამშრომლობა, მათ შორის ღონისძიებების, ვებინარების, ტრენინგების ორგანიზება, რაც დადებითადიმოქმედებს ქართველი აუდიტორებისა და შესაბამისი მიმართულების სტუდენტების პროფესიულ ცოდნაზე და E-dok-ის გამოყენების შესაძლებლობებზე.

E-dok-ის განახლებული ვერსიის გამოშვება, ISQM ახალი ფუნქციონალის ჩათვლით, დაგეგმილია 2023 წლის აგვისტოსთვის.
bottom of page