ეს არის ექსპერიმენტული მედია-პროექტი, რომელიც სთავაზობს ეკონომიკისა და
ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებების სტუდენტებს ეკონომიკური
ჟურნალისტიკის სფეროში შესაბამისი უნარ-ჩვევების გამოვლენას და შემდგომი
პრაქტიკული გამოცდილების შეძენას.
პროექტი გულისხმობს დაინტერესებული სტუდენდების მიერ თავისუფალი
შემოქმედებითი პროცესის შედეგად საცდელი მედია პროდუქტების (სტატია, სიუჟეტი,
ანალიტიკური მასალა, გადაცემის ფორმატი და ა.შ.) შექმნას, რომელიც ფონდის
მხრიდან პირველადი შერჩევის შემდეგ გადაეცემა ფონდის ექსკლუზიურ პარტნიორს,
ბიზნესისა და ეკონომიკის მედია სფეროში წამყვან კომპანიას ბიემჯი.
სტუდენტების მიერ შექმნილი საცდელი ნამუშევრები შეფასდება შესრულების
ხარისხით, ინოვაციურობით, ორიგინალურობით, პრაქტიკული გამოყენების
პოტენციალით.
შერჩევის შედეგად გამოვლენილი სტუდენტები მიიღებენ ერთჯერად
ფულად ანაზღაურებას ან დასაქმდებიან ბიემჯი-ში მათი უნარების შესატყვის
პოზიციაზე (6 თვემდე საცდელი ვადით).