top of page

თანამშრომლობა ფონდსა და ესტონეთoს აუდიტორთა ასოციაციას შორის E-dok პროგრამის დახვეწის, მათ შორის ხარ

ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდმა (RSF) და ესტონეთის აუდიტორთა ასოციაციამ (EAA) ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს EAA-ს ინტელექტუალური პროდუქტის - აუდიტის მართვის პროგრამის E-dok შემდგომ განვითარებას აუდიტორული მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გეგმავენ საქართველოში E-dok-ის მომხმარებლებისგან უკუკავშირის შეგროვებას, გააანალიზებას და აღნიშნული პროგრამის შემდგომი დახვეწის გზების შემუშავებას. ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა, არის ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტების (ISQM) მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა E-dok-ის ფუნქციონალური გამდიდრების გზით.


აღნიშნული თანამშრომლობა თანხვედრაში მოდის EAA-ს მომავალი წლის გეგმებთან - გამოიკვლიოს მომხმარებლების მოსაზრებები (მათ შორის, საქართველოდან), გააანალიზოს კვლევის შედეგები 2023 წლის გაზაფხულზე და მოახდინოს პროგრამული უზრუნველყოფის განახლება ისე, რომ ის გახდეს ხელმისაწვდომი საბოლოო მომხმარებლებისთვის, მათ შორის საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო აუდიტორული ფირმებისთვის, 2023 წლის აგვისტოში.

21 views0 comments

Comentarios


bottom of page